Tuesday, June 24, 2014

  პროექტი "ბუნებაში მიმდინარე გარდაქმნები"



ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსი_ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაცია და ჩვენი პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცემი იყო. ძალიან მომეწონა პროექტის ფორმა, მასალები ისე არის დახარისებული, რომ მნახველს არ გაუჭირდება საკითხების ძიება. ბლოგზე საკმაოდ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იყო საკითხები, რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
ძალიან საინტერესო ტრენინგებს გვთავაზობს მასწავლებლის სახლი, რომელიც ანხორციელებს ინტელის სასწავლო კურსს,დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მინდა კიდევ გაგრძელდეს ეს კურსი და შევისწავლო უფრო რთული პროგრამები.
 ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს, ასეთი საინტერესო და დატვირთული დღეებისათვის. მან ჩვენამდე ძალიან კარგად და მარტივად მოიტანა საკმაოდ რთული საკითხები. 



   

    3 დღის რეფლექსია ერთად

დღეს საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა. ვისწავლეთპროექტის ფარგლებში, როგორ უნდა დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები, როგორ გავაკეთო პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში.
შევქმენით მოსწავლის ნიმუშები. ასევე ვიმუშავეტთ ბლოგში, გავაკეთეთ ნავიგაცია. ვიმუშავეთ შეფასებებზე, ასევე განვაახლეთ ინფორმაციები ბლოგში.
შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ მასალები, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენ მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციები. გავაკეთეთ მოსწავლის საპრეზენტაციო სლაიდ- შოუ და გამოვაქვეყნეთ. შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, დავადგინეთ თუ რა უნდა გაგვეკეთებინა პროექტის დაწყებამდე, რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის პროცესში და რას წარმოადგენდნენ პროექტის მონაწილენი სასწავლო პროექტის დასრულების შემდეგ.    

ვიმუსავეთ ფასილიტაციაზე, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი. ასევე ძალიან საინტერესო იყო საკუთარ პორთფოლიოში სხვადასხვა მასალების განლაგება.

 საინტერესო იყო ბატონი ავთოს მიერჩატარებული ტრენინგები, დატვირთული და საქმიანი, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
  მადლობა ტრენერს იმისათვის, რომგაგვიზიარა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა.


 ვიმუშავეთ Word_ში პუბლიკაციების დამზადებაზე,რისთვისაც გამოვიყენე ინტერნეტიდან რესურსები, კერძოდ ფოტოები. ამის შემდეგ შევქმენით ბიბლიოგრაფია, სადაც განვათავსე ყველა ის რესურსი, რომელიც გამოვიყენე.

    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკმაოდ კარგი და შრომატევადი იყო. მოვარგეთ სტანდარტები ჩვენს საპროექტო თემებს, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია. განსაკუთრებით საინტერესო და დასაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება პროექტისათვის. რაც შეეხება ბლოგს, ბლოგის შექმნა ჩემთვის ნაცნობი პროცესია, თუმცა მასში არის რაღაც დეტალები, რომლის ცოდნაც მჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტრენინგის შემდეგ ბლოგი სრულყოფილად მეცოდინება :)

                    
  

No comments: