1. პროექტის სახელი: ,, მადლი ჰქენი ქვას დადევი...“
2. პროექტის მოკლე აღწერა: ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ ქველოქმედი ადამიანების მოძიება, მათი ბიოგრაფიების გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან ქველმოქმედებას. ბევრმა არ იცის მათი ვინაობა. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ასეთი ადამიანები, გაეცნონ მათ ბიოგრაფიას და გამოიკვლიონ მათ მიერ გაკეთებული საქმეები. შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო- ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას,პრეზენტაციას და ა.შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე. მასალა იგზავნება პროექტის ვებ- გალერეაშიც.
4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 12-17 // 7-11 კლასის ჩათვლით.
5. ვადები/ხანგრძლივობა:2010 წლის ივნისი-2010 წლის დეკემბერი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვით ასევე ინტერნეტის საშუალებით. ქველმოქმედ ადამიანთა გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით დისკუსიის გამართვა, პრეზენტაცია, ფოტო-ალბომების შექმნა, ბლოგი მოკვლეული მასალების მიხედვით.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო-ალბომები. პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით, ვებ- გალერეა შეიქმნება ქველმოქმედი ადამიანების ფოტო- მასალებით.
8. სასარგებლო სხვებისთვის: გაეცნობიან ქველმოქმედ ადამიანებს, მათ ბიოგრაფიებს, წვლილს, გულისხმიერებას და გაუჩნდებათ სურვილი აკეთონ საქველმოქმედო საქმიანობები.
9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული- სხვადასხვა საშუალებებით ( ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ისტორია- გაეცნობიან ქველმოქმედ ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენენის განვითარებაში.
უცხო ენები- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს და თარგმნის.
ხელოვნება- მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტო-ალბომის დამზადება, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბება.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ- ის საშუალებით მოხმარების დემონსტრირება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიამ მიქაუტაძე.
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mariammikautadze@gmail.com
პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრები უნდა გამოაქვეყნოთ https:// www.blogger.com/start-ზე შექმნილ საიტზე ,რის შემდეგაც უნდა შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები ჩემს ელფოსტაზე .
პატივისცემით: მარიამ მიქაუტაძე
No comments:
Post a Comment