Tuesday, June 24, 2014

  პროექტი "ბუნებაში მიმდინარე გარდაქმნები"



ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია

ინტელის სასწავლო კურსი_ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება
დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. გავაკეთეთ ნამუშევრების პრეზენტაცია და ჩვენი პროექტი ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცემი იყო. ძალიან მომეწონა პროექტის ფორმა, მასალები ისე არის დახარისებული, რომ მნახველს არ გაუჭირდება საკითხების ძიება. ბლოგზე საკმაოდ ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იყო საკითხები, რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
ძალიან საინტერესო ტრენინგებს გვთავაზობს მასწავლებლის სახლი, რომელიც ანხორციელებს ინტელის სასწავლო კურსს,დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან მინდა კიდევ გაგრძელდეს ეს კურსი და შევისწავლო უფრო რთული პროგრამები.
 ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ტრენერს ავთანდილ ცნობილაძეს, ასეთი საინტერესო და დატვირთული დღეებისათვის. მან ჩვენამდე ძალიან კარგად და მარტივად მოიტანა საკმაოდ რთული საკითხები. 



   

    3 დღის რეფლექსია ერთად

დღეს საკმაოდ დატვირთული სამუშაო დღე გვქონდა. ვისწავლეთპროექტის ფარგლებში, როგორ უნდა დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები, როგორ გავაკეთო პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში.
შევქმენით მოსწავლის ნიმუშები. ასევე ვიმუშავეტთ ბლოგში, გავაკეთეთ ნავიგაცია. ვიმუშავეთ შეფასებებზე, ასევე განვაახლეთ ინფორმაციები ბლოგში.
შევისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ მასალები, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენ მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციები. გავაკეთეთ მოსწავლის საპრეზენტაციო სლაიდ- შოუ და გამოვაქვეყნეთ. შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი, დავადგინეთ თუ რა უნდა გაგვეკეთებინა პროექტის დაწყებამდე, რა აქტივობები უნდა განეხორციელებინათ მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის პროცესში და რას წარმოადგენდნენ პროექტის მონაწილენი სასწავლო პროექტის დასრულების შემდეგ.    

ვიმუსავეთ ფასილიტაციაზე, განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი. ასევე ძალიან საინტერესო იყო საკუთარ პორთფოლიოში სხვადასხვა მასალების განლაგება.

 საინტერესო იყო ბატონი ავთოს მიერჩატარებული ტრენინგები, დატვირთული და საქმიანი, ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
  მადლობა ტრენერს იმისათვის, რომგაგვიზიარა თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა.


 ვიმუშავეთ Word_ში პუბლიკაციების დამზადებაზე,რისთვისაც გამოვიყენე ინტერნეტიდან რესურსები, კერძოდ ფოტოები. ამის შემდეგ შევქმენით ბიბლიოგრაფია, სადაც განვათავსე ყველა ის რესურსი, რომელიც გამოვიყენე.

    რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკმაოდ კარგი და შრომატევადი იყო. მოვარგეთ სტანდარტები ჩვენს საპროექტო თემებს, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია. განსაკუთრებით საინტერესო და დასაფიქრებელი აღმოჩნდა ჩემთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება პროექტისათვის. რაც შეეხება ბლოგს, ბლოგის შექმნა ჩემთვის ნაცნობი პროცესია, თუმცა მასში არის რაღაც დეტალები, რომლის ცოდნაც მჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ტრენინგის შემდეგ ბლოგი სრულყოფილად მეცოდინება :)

                    
  

Wednesday, June 30, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი: ,, მადლი ჰქენი ქვას დადევი...“

2. პროექტის მოკლე აღწერა: ჩვენს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ ქველოქმედი ადამიანების მოძიება, მათი ბიოგრაფიების გაცნობა.

3. პროექტის სრული აღწერა: არიან ადამიანები, რომლებიც ეწევიან ქველმოქმედებას. ბევრმა არ იცის მათი ვინაობა. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ასეთი ადამიანები, გაეცნონ მათ ბიოგრაფიას და გამოიკვლიონ მათ მიერ გაკეთებული საქმეები. შეგროვებული მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო- ალბომებს, მოაწყობენ გამოფენას,პრეზენტაციას და .. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე. მასალა იგზავნება პროექტის ვებ- გალერეაშიც.

4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: 12-17 // 7-11 კლასის ჩათვლით.

5. ვადები/ხანგრძლივობა:2010 წლის ივნისი-2010 წლის დეკემბერი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვით ასევე ინტერნეტის საშუალებით. ქველმოქმედ ადამიანთა გაცნობით მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით დისკუსიის გამართვა, პრეზენტაცია, ფოტო-ალბომების შექმნა, ბლოგი მოკვლეული მასალების მიხედვით.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო-ალბომები. პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით, ვებ- გალერეა შეიქმნება ქველმოქმედი ადამიანების ფოტო- მასალებით.

8. სასარგებლო სხვებისთვის: გაეცნობიან ქველმოქმედ ადამიანებს, მათ ბიოგრაფიებს, წვლილს, გულისხმიერებას და გაუჩნდებათ სურვილი აკეთონ საქველმოქმედო საქმიანობები.

9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული- სხვადასხვა საშუალებებით ( ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.

ისტორია- გაეცნობიან ქველმოქმედ ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენენის განვითარებაში.

უცხო ენები- მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს და თარგმნის.

ხელოვნება- მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტო-ალბომის დამზადება, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბება.

საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ- ის საშუალებით მოხმარების დემონსტრირება.

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიამ მიქაუტაძე.

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mariammikautadze@gmail.com

 

პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრები უნდა გამოაქვეყნოთ https:// www.blogger.com/start-ზე შექმნილ საიტზე ,რის შემდეგაც უნდა შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები ჩემს ელფოსტაზე .

 

პატივისცემით: მარიამ მიქაუტაძე

Saturday, November 22, 2008

პროფესიული პორტრეტი
განათლება 1986 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის სახ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენა, ლიტერატურისა და ინგლისური ენის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება 1986- 1987 ქუთაისის 38-ე საშ. სკოლა, მასწავლებელი1987- 1990 საქ. ლკკ ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მდივანი1990- 1998 ქუთაისის 36-ე საშ. სკოლა. მასწავლებელი1998- 2007 ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლა, ინგლისური ენის მასწავლებელი, უცხო ენების კათედრის გამგე. პარალელურად 2003- 2005 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მონიტორი.
ტრენინგები და სერთიფიკატები
2002 ივ. ჯავახიშვილის სახ. კერძო სკოლა "იმედთან" არსებული კომპიუტერული ცენტრი. სერთიფ. -064
2002 certificate of completion English teacher training in the Communicative Approach and Classroom Activities, sponsored by Pease Corps Volunteers and Kutaisi State University English Language Department.
2003 British Council. English teachers association of Georgia. methodology for English teachers: Less teaching. more learning
2004 British Council. English Teachers Association of Georgia Language . Department for English language teachers LDFLT stage 2
2005 Britis Council. English Teachers Association of Georgia. Developing Writing Skill (DWSI)
2005 ICRC (International Committee of the Red Cross)
The course of the basics of international humanitarian law and modern methods of teaching them
2oo5 საქართველოს პედაგოგთა კვალიფილაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტი
2007 " სკოლა, ოჯახი, საზოგადოებისა და განათლების სამინისტროს ტრენინგები

2007 British Council. English teachers association of Georgia. Lesson planning. Bloom's Taxonomy

2008 ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგი_ ისტ. მენეჯერებისა და საგნის მასწავლებელთათვის.

2009 მოსწავლეთა 63-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის მასწავლებელი დაჯილდოვდა მადლობის ფურცლით თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

2010 მოსწავლეთა 64-ე სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის მასწავლებელი დაჯილდოვდა მადლობის ფურცლით თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. 

2010 "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".

2010 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების "ლიბოს" ტრენინგი "სწავლებისა და სწავლის თეორიები და მათი გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციისათვის" (2 კრედიტი)

მოსწავლეთა წარმატებები 
2009 წელი_15 მოსწავლე დაჯილდოვდა მოსწავლეთა სასწავლო- შემოქმედებითი რესპუბლიკური კონფერენციის პირველი და მეორე ხარისხის დიპლომებით ინგლისურ ენაში

2009 წელი _მარიამ ტყეშელაშვილმა გაიმარჯვა ფლექსის ტურზე გაცვლით პროგრამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2010 წელი_6 მოსწავლე დაჯილდოვდა  მოსწავლეთა 64-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის დიპლომებით. 2 მოსწავლე: ელენე გველესიანი(Xკლ) და ანი აბრამიძე(IXკლ) დაჯილდოვდნენ ეროვნული სასახლის I ხარისხის დიპლომებით, 4 მოსწავლე კი საქართველოს ეროვნული სასახლის II ხარისხის დიპლომებით.

ოლიმპიადის I და  II ტურში გავიდა მე-10 კლასის მოსწავლე რ.ლეკვეიშვილი

შემოქმედ-ნიჭიერ ახალგაზრდათა რესპუბლიკური ფედერაციის მიერ 38 მოსწავლე დაჯილდოვებული იქნა დიპლომებით ნორჩ მთარგმნელთა (ინგლისური ენა) V რეგიონალურ კონკურსში მოპოვებული წარმატებისათვის.

2010წლის 5 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილ ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ-გერმანულ ენოვან კონფერენციაში X კლასის მოსწავლე ლალი ჩირგაძე დაჯილდოვდა   I ხარისხის დიპლომით საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის "IUNA  AMIKO"-ს მიერ.

2010 წელს_გვანცა კიკვაძემ გაიმარჯვა ფლექსის ტურზე გაცვლით პროგრამაში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პროექტებში მონაწილეობა

მონაწილეობს Gearn პროექტში " ფსევდონიმი"
პროექტ_ "ქველმოქმედი ადამიანები" ფასილიტატორი